ნიკოლ ფაშინიანი - სამწუხაროდ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ამ დრომდე არ არის დარეგულირებული
ნიკოლ ფაშინიანი - სამწუხაროდ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ამ დრომდე არ არის დარეგულირებული

სამწუხაროდ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ამ დრომდე არ არის დარეგულირებული, – ეს განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა კრემლში აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებთან გამართული სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფრენციაზე გააკეთა.

„ჩვენ შევძელით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უზრუნველყოფა, მაგრამ კიდევ რჩება ბევრი საკითხი, რომელთა გადაჭრაც საჭიროა. მათ შორის არის მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხი. სომხეთი მზადაა, გააგრძელოს მოლაპარაკება მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობით“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დროს მხარეები ვერ შეთანხმდნენ სამხედრო ტყვეების საკითხზეც.

„ეს ყველაზე მტკივნეული საკითხია, რადგან ჰუმანიტარული საკითხია. ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ საკითხზე მუშაობა გაგრძელდება. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს ხანში ამ საკითხს გადავჭრით“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მან ასევე თქვა, რომ დღეს ხელმოწერილი განცხადება, რომელიც რეგიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას ეხება „ძალიან მნიშვნელოვანია“.

„მე არ დავმალავ, რომ ამ განცხადების რეალიზაციას შეუძლია ჩვენი რეგიონის ეკონომიკური იერსახის შეცვლა. ეკონომიკურმა სიახლეებმა შეიძლება მიგვიყვანოს უსაფრთხოების უფრო მყარ გარანტიებამდე. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ კონსტრუქციულად ამ მიმართულებით, მაგრამ ერთი შეხვედრის დროს ყველა საკითხის გადაჭრა შეუძლებელია. ჩვენთვის უმთავრესი საკითხად რჩება ტყვეების გაცვლა, რასაც 2020 წლის ნოემბერში ხელმოწერილი დოკუმენტის მერვე პუნქტი ითვალისწინებს“, – განაცხადა ფაშინიანმა.