ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთი ფორპოსტად დარჩება იქამდე, ვიდრე ყველა მეზობელთან არ დაამყარებს ნორმალურ ურთიერთობებს, ჩვენ გვინდა მშვიდობა, სადაც აზერბაიჯანი არაფერს მიიღებს და ჩვენ ყველაფერს?
„სამთავიანი ომის პარტია“ გამუდმებით იმეორებს: „აზერბაიჯანი, თურქეთი“. დიახ, აზერბაიჯანი და თურქეთი, რადგან სომხეთი ფორპოსტად დარჩება იქამდე, ვიდრე ყველა მეზობელთან, ირანთან, საქართველოსთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან ნორმალურ ურთიერთობებს არ დაამყარებს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში, მთავრობის საათის დროს ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა, რომელსაც „სამთავიან ომის პარტიას“ უწოდებს.
„ჩვენ გვინდა მშვიდობა, სადაც აზერბაიჯანი არაფერს მიიღებს და ჩვენ ყველაფერს?“ – იკითხა მან.
მისი თქმით, ოპოზიციას სურს, რომ სომხეთი ფორპოსტი იყოს და ამისთვის მშვიდობა არ უნდა იყოს.
„რატომ სურთ მათ, რომ სომხეთი ფორპოსტი იყოს? იმიტომ, რომ საკუთარ ფულს იცავენ. მათ ფული დაუბლოკეს იმ მოტივით, რომ სომხეთისთვის ფორპოსტის სტატუსის აღდგენის გარეშე ისინი უსახლკაროდ დარჩებოდნენ. ახლა ისინი უსახლკაროდ რჩებიან და ამ პროცესისგან თავს იცავენ. ამასობაში სომხეთში ბევრი ადამიანი ამ დღის წესრიგს ემორჩილება. არავის შეუმჩნევია, რომ აზერბაიჯანიდან სომხეთში მატარებლები უკვე ერთი წელია, მოძრაობენ. რას გვთავაზობთ, გავაჩეროთ ისინი?
ჩვენ აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ მივდივართ, რათა ჩვენი ფორპოსტის სტატუსი დავძლიოთ. ჩვენს ქმედებებში არაფერია საიდუმლო, ყველაფერი საჯაროდ ხდება. ეს ხალხი სომხეთის დამოუკიდებლობისა და იმ სახელმწიფოს წინააღმდეგია, რომელიც მათ ძარცვის საშუალებას არ აძლევს. მათ სომხეთის გასაძარცვად ფორპოსტი სჭირდებათ. უკვე 30 წელია, ძარცვავენ, აზერბაიჯანსა და თურქეთზე საუბრობენ. ჩვენს რეგიონს კონფლიქტის ჩიხიდან გამოვიყვანთ. როდესაც მეღრიში მივდივარ, ხალხი მეკითხება, როდის გაიხსნება „ტრამპის მარშრუტი“. დრო უნდა დავკარგოთ უმეცარი პოლიტოლოგების განათლებაში? ენერგია უნდა დავხარჯოთ რომელიმე მარგინალიზებულ ჯგუფზე? თუ ვერ გაიგებენ, თავი კედელს ურტყან, ვიდრე არ გაიგებენ. სომეხი ხალხი გაიგებს“, – აღნიშნა ფაშინიანმა.