ნიკოლ ფაშინიანი - საკითხი მდგომარეობს შემდეგში, დაუშვებს თუ არა მსოფლიო ახალი ჰიტლერის ჩამოყალიბებას, ამჯერად მცირე აზიაში
ნიკოლ ფაშინიანი - საკითხი მდგომარეობს შემდეგში, დაუშვებს თუ არა მსოფლიო ახალი ჰიტლერის ჩამოყალიბებას, ამჯერად მცირე აზიაში

საკითხი მდგომარეობს იმაში, დაუშვებს თუ არა მსოფლიო ახალი ჰიტლერის ჩამოყალიბებას, ამჯერად მცირე აზიაში, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მოსახლეობისადმი მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ზოგიერთმა ქვეყანამ სწორი შეფასება ვერ მისცა საფრთხეს.

„საკითხს ხედავდნენ მხოლოდ მთიანი ყარაბაღის კონტექსტში და ფიქრობდნენ, რომ ეს იქნებოდა მშვიდობა ტერიტორიის სანაცვლოდ. ეს ჩვენთვის მიუღებელია. 1938 წლის მიუნხენის შეთანხმების თანახმად, მშვიდობის სანაცვლოდ, ევროპის ნაწილმა გერმანიას გადასცა ჩეხოსლოვაკია. შემდეგ რაც მოხდა, ეს უკვე ყველამ ვიცით. ახლა საკითხი მდგომარეობს შემდეგში: მსოფლიო დაუშვებს თუ არა, რომ ჩამოყალიბდეს ახალი ჰიტლერი, ამჯერად უკვე მცირე აზიაში. 27 სექტემბერს არცახის წინააღმდეგ ომი ჩვენთვის მოულოდნელად დაიწყო. ჩვენ ვიცოდით და ინფორმირებულები ვიყავით, მაგრამ არ ვიცოდით, როდის და რანაირად მოხდებოდა ეს თავდასხმა მოწინააღმდეგის მხრიდან. არცახის თავდაცვის არმია ომის დაწყების წუთებიდან გმირულად იბრძვის. თურქულ-აზერბაიჯანულ დაქირავებულ ტერორისტთა ალიანსმა ძლიერი დარტყმა მიაყენა არცახს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.