მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ყარაბაღი აზერბაიჯანის დაქვემდებარებაში ნიშნავს ყარაბაღს სომხების გარეშე. შესაბამისად, ეს ნიშნავს გენოციდს. ამრიგად, ახლა მეტად ვიდრე ოდესმე, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა აღიაროს არცახი, რათა დაასრულოს გამოყოფის უფლება. აღიარეთ არცახი“, – წერს ფაშინიანი „ტვიტერში“.