ნიკოლ ფაშინიანი - ნატო-ს ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობა სომხეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია 
ნიკოლ ფაშინიანი - ნატო-ს ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობა სომხეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია 

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისკენ არ მიისწრაფვის.

ეს განცხადება ფაშინიანმა „ეხო მასკვასთან“ ​ინტერვიუში გააკეთა.

ფაშინიანის თქმით, მან ნატო-ს სამიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო სამშვიდობო მისიის შეხვედრაში და აღნიშნა, რომ სომხეთი გააგრძელებს ნატო-სთან თანამშრომლობას.

„ჩვენ უკვე არა ერთი წელია, ვთანამშრომლობთ ნატო-სთან, ეს ასე გაგრძელდება და ეს არ არის თანამშრომლობა ვინმეს წინააღმდეგ. ეს არის რეგიონული თანამშრომლობა, ამის ფარგლებში ვთანამშრომლობთ საქართველოსთანაც, რადგან სამწუხაროდ, ჩვენ და საქართველოს ამ მიმართულებით განსხვავებული საგარეო პოლიტიკა გვაქვს. აუცილებელია სიტუაციის დაბალანსება, ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-ს ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობა”, – განაცხადა ფაშინიანმა.