ნიკოლ ფაშინიანი - მთიანი ყარაბაღის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, 20 000-იანი არმია ალყაში მოექცეოდა
ნიკოლ ფაშინიანი - მთიანი ყარაბაღის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, 20 000-იანი არმია ალყაში მოექცეოდა

მთიანი ყარაბაღის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, 20 000-იანი არმია ალყაში მოექცეოდა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სოციალური ქსელით მოსახლეობისადმი მიმართვაში განაცხადა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ყარაბაღის შესახებ ხელმოწერილი დოკუმენტი საკითხის საბოლოო გადაწყვეტას არ გულისხმობს.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ერევანსა და სტეფანაკერტს შორის სახმელეთო კავშირის უსაფრთხოებას რუსი სამხედროები უზრუნველყოფენ.

„მეთაურის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა ჯარისკაცისთვის ამოცანის დაყენება, მაგრამ როდესაც ჯარისკაცი ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს შემდგომ მოვლენებზე, ვერ გადაჭრის პრობლემას და შეიძლება, უბრალოდ მოკვდეს, მაშინ სამშობლომ უნდა გაიღოს მსხვერპლი ჯარისკაცის სიცოცხლისთვის“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.