ნიკოლ ფაშინიანი - მთავრობა შეიცვალა და ძალაუფლება გადავიდა ხალხის ხელში
ოპოზიციონერი დეპუტატი და აქციების ორგანიზატორი, ნიკოლ ფაშინიანი საპროტესტო აქციის მონაწილეებს რესპუბლიკის მოედანზე შეუერთდა. დემონსტრანტები მას ოვაციებით შეხვდნენ.
გათავისუფლებამდე ნიკოლ ფაშინიანს ქვეყნის ვიცე-პრემიერი კარენ კარაპეტიანი შეხვდა.
ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ საუბრის დეტალებზე საღამოს, რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილ აქციაზე ისაუბრებს.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, რატომ გაათავისუფლეს, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ „მთავრობა შეიცვალა და ძალაუფლება გადავიდა ხალხის ხელში“, – განცხადა ფაშინიანმა.
ოპოზიციონერი ნიკოლ ფაშინიანი რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლეს.