ნიკოლ ფაშინიანი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შეხვედრის მონაწილეებთან გადაღებულ სელფს აქვეყნებს
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი „ფეისბუქის“ გვერდზე მორიგ სელფის აქვეყნებს სათაურით – „სელფი გზიდან. პროცესში ჩვენ მოვასწარით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება“.
ფოტოზე ნიკოლ ფაშინიანი, იგორ დოდონი, კასიმ ჯომარდ ტოკაევი, ჰასან როუჰანი და ვლადიმერ პუტინი არიან.
მანამდე გამოქვეყნებულ ფოტოზე მინაწერში სომხეთის პრემიერ-მინისტრი უკმაყოფილო იყო იმ ფაქტით, რომ რამდენიმე ლიდერი სელფის გადასაღებად ვერ დაითანხმა. სავარაუდოდ, ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმერ პუტინს, ჰასან როუჰანისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს გულისხმობდა.
ერევანში ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს.