ნიკოლ ფაშინიანი - მოქალაქეთა მხრიდან წესების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა სომხეთში კატასტროფულია
ნიკოლ ფაშინიანი - მოქალაქეთა მხრიდან წესების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა სომხეთში კატასტროფულია

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მოქალაქეთა მხრიდან წესების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა სომხეთში კატასტროფულია, თუმცა, ფაშინიანი ამბობს, რომ იმ ადამიანების მიმართ, ვინც წესებს არ იცავს, სიძულვილის ენის გამოყენება დაუშვებელია.

„ეს არის ისტორია არა კონკრეტულად ამ ადამიანების შესახებ, არამედ ჩვენ ყველას შესახებ. სამწუხაროდ, მეც დავინფიცირდი კორონავირუსით. ეს იმას ნიშნავს, რომ სადღაც, რაღაც სწორად არ გავაკეთე“, – აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი.

ფაშინიანის თქმით, მსოფლიოში ვერც ერთი სამართალდამცავი ორგანო ვერ გაუმკლავდება ამ მასშტაბის პრობლემას. სომხეთის პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან წესები.

4 ივნისის მონაცემებით, სომხეთში „კოვიდ-19“-ის 11 221 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 176 ადამიანი.