ნიკოლ ფაშინიანი - მოხარული ვარ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში ძალიან მაღალი დინამიკა შეიმჩნევა 
ნიკოლ ფაშინიანი - მოხარული ვარ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში ძალიან მაღალი დინამიკა შეიმჩნევა 

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის დღეს შეხვედრა გაიმართა.

„მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში ძალიან მაღალი დინამიკა შეიმჩნევა. მიხარია, რომ თავდაცვის მინისტრის ვიზიტით ეს დინამიკა მზარდია. ჩვენ საქართველოსთან ყველა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებით და ძმური ურთიერთობების განვითარებით ვართ დაინტერესებული. რა თქმა უნდა, ასეთი ვიზიტები, ისევე როგორც პირადი კონტაქტები მთავრობის წევრებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

შეხვედრისას ფაშინიანმა ბურჭულაძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის თბილი მოკითხვის გადაცემა სთხოვა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მასთან და საქართველოს მთავრობასთან დიალოგი ეფუძნება სრულ ურთიერთობას, რაც განვითარებისა და სტრატეგიული თანამშრომლობის კარგი საფუძველია.

დატოვე კომენტარი