ნიკოლ ფაშინიანი - მე და ჩემი მეუღლე კორონავირუსზე ტესტს ჩავიტარებთ და თვითიზოლაციას სევანზე, აგარაკზე გავივლით
ნიკოლ ფაშინიანი - მე და ჩემი მეუღლე კორონავირუსზე ტესტს ჩავიტარებთ და თვითიზოლაციას სევანზე, აგარაკზე გავივლით

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი მეუღლე კორონავირუსის ტესტის გაკეთებას აპირებენ. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუქით“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ხვალ ჩვენ გავივლით ტესტს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი რიგზეა“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ფაშინიანის თქმით, მან და მისმა მეუღლემ ტესტის გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიის პრეზიდენტის პრესმდივანს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს.

„7 მარტს ჩემი მეუღლე ანა შეხვდა ბრაზილიის პირველ ლედის. მიუხედავად იმისა, რომ თავად პრეზიდენტმა უარყო ინფორმაცია, რომ მას „კოვიდ-19“ აქვს, ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ თვითიზოლაცია სამთავრობო აგარაკში, სევანზე და ტესტსაც გავივლით. სპეციალისტები ამბობენ, რომ ჩვენი ინფიცირების შანსი მიზერულია“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მისივე თქმით, ტესტის შედეგები ხვალვე გახდება ცნობილი.