ნიკოლ ფაშინიანი - კონფლიქტების დარეგულირება კომპრომისებს უნდა ემყარებოდეს
ნიკოლ ფაშინიანი - კონფლიქტების დარეგულირება კომპრომისებს უნდა ემყარებოდეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხური მხარე მზად არის, წავიდეს დათმობაზე იმდენად, რამდენადაც დათმობაზე წასასვლელად მზად არის აზერბაიჯანი.

ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა სააგენტო „ფრანს პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„კონფლიქტების დარეგულირება კომპრომისებს უნდა ემყარებოდეს. მთიანი ყარაბაღი და სომხეთი მზად არიან, წავიდნენ დათმობებზე იმდენად, რამდენადაც დათმობებზე წასასვლელად მზად არის აზერბაიჯანი“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა ინტერვიუში.