ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

ამასთან, ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ ხალხს კეთილდღეობა და მშვიდობა უსურვა.

„თქვენო აღმატებულებავ! გულითადად გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს – სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს!

მეზობელი და მეგობარი საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის ურღვევი გზა მნიშვნელოვანია სომეხი და ქართველი ხალხების საკუთარი იდენტობისა და სულიერი ფასეულობების შენარჩუნების, ისტორიის რთულ პერიოდებში ერთმანეთის მხარდაჭერისა და მეგობრობის სულისა და არსისადმი ერთგულების თვალსაზრისით.

დარწმუნებული ვარ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების საფუძველში არსებული მრავალფეროვანი თანამშრომლობის ეფექტური გამოცდილება, საჭირო ძალისხმევით, კვლავ გაგრძელდება ორმხრივად მომგებიანი მიღწევებით ორი ქვეყნის ხალხების საკეთილდღეოდ და არსებული რეგიონული გამოწვევების დასაძლევად.

გისურვებთ ჯანმრთელობას და ნაყოფიერ მოღვაწეობას, ხოლო საქართველოს მოძმე ხალხს კეთილდღეობასა და ხანგრძლივ მშვიდობას“, – ნათქვამია ნიკოლ ფაშინიანის მილოცვაში, რომელიც სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.