ნიკოლ ფაშინიანი იმედოვნებს, რომ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის საქმიანობა მალე განახლდება
ნიკოლ ფაშინიანი იმედოვნებს, რომ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის საქმიანობა მალე განახლდება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი იმედოვნებს, რომ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის საქმიანობა მალე განახლდება.

ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, ინფორმაციას კი სომხური მედია ავრცელებს.

„მუდმივად კავშირზე ვარ რუსეთის პრეზიდენტთან. ახლახანს ჩვენ სატელეფონო კომუნიკაცია გვქონდა საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან. აშშ-ში თქვენ იცით, რომ საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს. ვიმედოვნებ, ეუთოს მინსკის ჯგუფის საქმიანობა მალე აღდგება“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მისი თქმით, ამ დროისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია, რომელიც უნდა გადაიჭრას. საქმე ეხება ტყვეებისა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლის პროცესს. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი უცვლელ პოზიციას ინარჩუნებს მთიანი ყარაბაღის სტატუსთან დაკავშირებით.

„თქვენ იცით, სომხეთისა და ჩვენი პოზიცია მთიანი ყარაბაღის სტატუსთან დაკავშირებით, რომელიც რა თქმა უნდა, უცვლელია“ – აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, მისი განცხადებით, მთიანი ყარაბაღის სტატუსთან დაკავშირებით არაფერია ნათქვამი 10 ნოემბრის სამმხრივ შეთანხმებაში. შესაბამისად, მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხი ეუთოს მინსკის ფორმატში უნდა განისაზღვროს.