ნიკოლ ფაშინიანი - გორისი-კაპანის საავტომობილო გზის მონაკვეთზე აზერბაიჯანის მხრიდან საბაჟო კონტროლის მოხსნამ შესაძლოა, დერეფნების ლოგიკამდე მიგვიყვანოს, რაც მიუღებელია
ნიკოლ ფაშინიანი - გორისი-კაპანის საავტომობილო გზის მონაკვეთზე აზერბაიჯანის მხრიდან საბაჟო კონტროლის მოხსნამ შესაძლოა, დერეფნების ლოგიკამდე მიგვიყვანოს, რაც მიუღებელია

გორისი-კაპანის საავტომობილო გზის მონაკვეთზე აზერბაიჯანის მხრიდან საბაჟო კონტროლის მოხსნამ შესაძლოა, დერეფნების ლოგიკამდე მიგვიყვანოს, რაც მიუღებელია, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა საბაჟო და სასაზღვრო კონტროლის პუნქტები არა სომხეთის, არამედ საკუთარ ტერიტორიაზე განათავსა.

„ჩნდება კითხვა, შეიძლებოდა თუ არა შეთანხმება, რომ საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი არ განხორციელდეს სომხეთის მოქალაქეებთან მიმართებაში. შესაძლებელია, მაგრამ ამის ფასი იქნება დერეფნების ლოგიკა, რაც ჩვენთვის მიუღებელია“, – თქვა სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი დაინტერესებულია რეგიონში ეკონომიკური და სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვით და კონკრეტული გადაწყვეტილებები სავარაუდოდ მალე მიიღწევა. ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთსა და ირანს შორის ტვირთების გადაზიდვა შესაძლებელია განხორციელდეს ალტერნატიული გზის გავლით, რომელიც ექსპლუატაციაში გასულ კვირას შევიდა.

სომხეთის გორისი-კაპანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ერთი მონაკვეთი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოექცა. აზერბაიჯანის სომხეთისგან ითხოვს გახსნას მოძრაობა ნახიჩევანთან დამაკავშირებელ გზაზე, რომელიც სომხეთის სამხრეთ საზღვართან გადის.