ნიკოლ ფაშინიანი - გავიგე, რომ დღეს საქართველოში დედის დღე აღინიშნება, ვულოცავ საქართველოს ყველა დედას
ნიკოლ ფაშინიანი - გავიგე, რომ დღეს საქართველოში დედის დღე აღინიშნება, ვულოცავ საქართველოს ყველა დედას

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ დედებს დედის დღე მიულოცა.

„გავიგე, რომ დღეს საქართველოში დედის დღე აღინიშნება და ვულოცავ საქართველოს ყველა დედას“, – განაცხდა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ კოლეგასთან ორმხრივ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები უკვე გამართა, ასევე იგეგმება სომხეთის პრემიერ-მინისტრი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.