ნიკოლ ფაშინიანი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ესაუბრა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველს, რობერტ ობრაიენს ესაუბრა ტელეფონით. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სატელეფონო საუბარი ამერიკული მხარის ინიციატივით შედგა.
ნიკოლ ფაშინიანის პრესსამსხურის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს პრემიერმა რობერტ ობრაიენთან საუბრის დროს განაცხადა, რომ აზერბაიჯანი საერთაშორისო ნორმებს და მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებებს არღვევს.
სომხური მედიის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს რობერტ ობრაიენმა აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე გააგრძელებს შუამავლის როლის შესრულებას, რათა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შესრულდეს და კონფლიქტში მესამე ძალების ჩარევა არ მოხდეს.