ნიკოლ ფაშინიანი – ერევანი გმობს ირანზე ისრაელის თავდასხმას
ერევანი ირანზე გმობს ისრაელის თავდასხმას, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ჩეხეთში მიმდინარე GLOBSEC 2025-ის ფორუმზე განაცხადა.
ფაშინიანის თქმით, ეჭვქვეშ დგება რეგიონის მყიფე სტაბილურობა.
„ეს ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს რეგიონში მყიფე სტაბილურობას და ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ“, – თქვა ფაშინიანმა.
ამასთან, განცხადება გაავრცელა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.
„ირანზე ცალმხრივი თავდასხმა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, განსაკუთრებით მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის წინ, რაც საფრთხეს უქმნის სამშვიდობო ძალისხმევას, ასევე რეგიონულ სტაბილურობას და გლობალურ მშვიდობას“, – აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.
The unilateral attack against #Iran is deeply concerning. Taking place especially ahead of the next round of negotiations, it endangers the peaceful efforts as well as overall regional stability & global peace.
We condemn such action & call for immediate cessation of hostilities…
— MFA of Armenia🇦🇲 (@MFAofArmenia) June 13, 2025