ნიკოლ ფაშინიანი - დღეს სომხეთში კორუფციონერების კუთვნილი ტელეკომპანიები არსებობს
ნიკოლ ფაშინიანი - დღეს სომხეთში კორუფციონერების კუთვნილი ტელეკომპანიები არსებობს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს ქვეყანაში არსებობს ტელეკომპანიები, რომლებიც კორუფციონერებს ეკუთვნით. ეს განცხადება ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე გამოსვლის დროს გააკეთა.

მისივე თქმით, აუცილებელია, სომხური მედიასაშუალებების მფლობელების სახელები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს.

„ჩვენს ქვეყენაში საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მედიასაშუალებები უნდა იყო გამჭვირვალე, ეს უნდა დაიწყოს მფლობელების ვინაობის გასაჯაროებით. მაგალითად, სომხეთში არსებობენ ტელეკომპანიები, რომლებიც კონკრეტულ პირებს ეკუთვნით. მეტსაც ვიტყვი, სომხეთში დემოკრატიის დონე იმდენად მაღალია, რომ არსებობს კორუფციონერების კუთვნილი ტელეკომპანიები. სულ მცირე ორი ტელეკომპანიის ლოგო შეიძლება შევცვალოთ წარწერით „კორუფცია“ ან „კორუფციული ჯგუფი“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, ამ ტელეკომპანიების არსებობის გამო, ხალხი მთავრობას აკრიტიკებს.

„ეს ინფორმაციული ომი, რომელიც ჩვენი მთავრობის და ხალხის წინააღმდეგ მიმდინარეობს, გვეხმარება ჩვენი მუშაობის გაუმჯობესებაში. გამოვდივარ წინადადებით, რომ ამ ტელეკომპანიებს შესაბამისი სახელი დაერქვას და რეალური ლოგოები ჰქონდეთ“,- განაცხდა ფაშინიანმა.