ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი რამდენიმე ჰუმანიტარული ღონისძიების გატარებაზე შეთანხმდნენ
ვენაში ერთმანეთს სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი შეხვდნენ. სომხური მედიის ინფორმაციით, შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრებთან კონსულტაციის დაიწყო, რის შემდეგაც, ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა პირისპირ ისაუბრეს.
სომხური მედიის ინფორმაციით, შეხვედრამ კონსტრუქციულ გარემოში ჩაიარა. ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი შეთანხმდნენ, რომ დუშანბეში მიღებული შეთანხმება უნდა შესრულდეს. ასევე, ხაზი გაუსვეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მნიშვნელობასა და აუცილებლობას.
ამასთან, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რამდენიმე ჰუმანიტარული ღონისძიება გატარდება.