ნიკოლ ფაშინიანი - ცუდი ამბებია, მდგომარეობა გაუარესდა, ერთ დღეში 697 ინფიცირებული გვყავს
ნიკოლ ფაშინიანი - ცუდი ამბებია, მდგომარეობა გაუარესდა, ერთ დღეში 697 ინფიცირებული გვყავს

ცუდი ამბებია, მდგომარეობა გაუარესდა, ერთ დღეში 697 ინფიცირებული გვყავს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„ეს იმას ნიშნავს, რომ გვყავს ადამიანები, რომელთაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, მაგრამ საავადმყოფოები მათ დროულ განთავსებას ვერ ახერხებენ“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ქვეყანაში უკვე ჰყავთ 20 000 ინფიცირებული, თუმცა შესაძლოა, ამის შესახებ მათ თავად არ იციან.

„ისინი არიან მთავარი გამავრცელებლები, ისინი ტრანსპორტით სარგებლობენ, დადიან კაფეებსა და სამსახურებში, სეირნობენ. ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, რომ ერთმანეთი აღვიქვათ, როგორც ვირუსის პოტენციური მატარებლები“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

რაც შეეხება ნიკოლ ფაშინიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანი, მისი მეუღლე და შვილები თავს კარგად გრძნობენ, მათ სიმპტომები ამ დრომდე არ აღენიშნებათ და საპრეზიდენტო რეზიდენციაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, იზოლაციაში იმყოფებიან.