ნიკოლ ფაშინიანი – ჩვენს დღის წესრიგში დგას საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის დასრულების საკითხი და ამ მიმართულებით უკვე მივაღწიეთ შეთანხმებებს ქართველ პარტნიორებთან

13:26, 27.04.2026

ჩვენს დღის წესრიგში დგას საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის დასრულების საკითხი და ამ მიმართულებით უკვე მივაღწიეთ შეთანხმებებს ქართველ პარტნიორებთან, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო დაცვის ჯარების ფორმირების წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანსა და საქართველოსთან საზღვრების დემარკაციის პროცესი არსებითად დაასრულებს სომხეთის რესპუბლიკის საზღვრების განსაზღვრას და სომხეთი შეძლებს, უფრო თავდაჯერებულად კონცენტრირდეს საკუთარი განვითარების პროგრამაზე, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ტერიტორიაზე.

მსგავსი