ნიკოლ ფაშინიანი - აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის სომხებს „ჩვენს მოქალაქეებს“ უწოდებს და ამავდროულად სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროს მათ ესვრის
ნიკოლ ფაშინიანი - აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის სომხებს „ჩვენს მოქალაქეებს“ უწოდებს და ამავდროულად სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროს მათ ესვრის

აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის სომხებს „ჩვენს მოქალაქეებს“ უწოდებს და ამავდროულად სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროს მათ ესვრის, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის სომხებს „ჩვენს მოქალაქეებს“ უწოდებს და ამავდროულად სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროს მათ ესვრის. 2020 წლის 9 ნოემბრის შემდეგ დაფიქსირდა მკვლელობის მცდელობის 54 შემთხვევა, რის შედეგადაც დაიღუპა 3 მშვიდობიანი მოქალაქე, დაშავდა 16. არის თუ არა ეს აზერბაიჯანული მხარის ნარატივის რეალიზება, რომლის მიხედვით „მთიანი ყარაბაღის საკითხი მოგვარებულია?“, – განაცხადა სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა.