ნიკოლ ფაშინიანი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტ ბაკო სააკიანს შეხვდა
ნიკოლ ფაშინიანი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტ ბაკო სააკიანს შეხვდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი არაღიარებულ მთიან ყარაბაღში ჩავიდა. ინფორმაციას სომხური მედიასაშუალებები ავრცელებენ. ნიკოლ ფაშინიანი სტეპანაკერტში დე ფაქტო პრეზიდენტს ბაკო სააკიანს შეხვდა. თუმცა, ამ შეხვედრის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა საკუთარი ნებით 16 ოქტომბერს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მიზნით დატოვა. პირველ ნოემბერს ქვეყნის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და არჩევნების თარიღად 9 დეკემბერი დაასახელა.