ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთის საჰაერო თავდაცვამ აზერბაიჯანის ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო

00:38, 02.10.2020

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ მოწინააღმდეგის ოთხი  უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.

გავრცელებული ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატები კოტაიქისა და გეღარქუნიქის საჰაერო სივრცეში გამოჩნდა, რომლებიც ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, წარმატებულად გაანადგურეს.

„მშვიდი, მამაცი და თავდაჯერებული. ჩვენ მოვიგებთ“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

მსგავსი