ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებები მომდევნო კვირას ვაშინგტონში გაიმართება
ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებები მომდევნო კვირას ვაშინგტონში გაიმართება

სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებები მომდევნო კვირას ვაშინგტონში გაიმართება, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ მშვიდობის დასამყარებლად და ურთიერთობის ნორმალიზებისთვის შეთანხმების ხელმოსაწერად, სწორედ ამ განზრახვით მიემგზავრება ჩვენი დელეგაცია აშშ-ში“, – განაცხადა ფაშინიანმა.

როგორც აზერბაიჯანული, ასევე სომხური მხარე აცხადებს, მიუხედავად ფაშინიანის დაპირებისა, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების მეშვეობით აღიარებს აზერბაიჯანის სუვერენიტეტს მთიან ყარაბაღზე, ისინი მაინც ვერ თანხმდებიან სხვადასხვა საკითხში.

შეგახსენებთ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე და ყარაბაღის ირგვლივ „კონტაქტის ხაზთან“ დაძაბულობა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გაიზარდა და მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.