ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას აზერბაიჯანთან ურთიერთობების დარეგულირების მიმართულებით სომხეთის ძალისხმევაზე ისაუბრა
ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას აზერბაიჯანთან ურთიერთობების დარეგულირების მიმართულებით სომხეთის ძალისხმევაზე ისაუბრა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას აზერბაიჯანთან ურთიერთობების დარეგულირების მიმართულებით სომხეთის რესპუბლიკის ძალისხმევაზე ისაუბრა.

ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივი განცხადებისას აღნიშნა.

„ხაზი გაესვა, რომ მილიტარიზებული და სხვა მიმართულებები ხელს არ შეუწყობს ჩვენს ურთიერთობებს და როცა შევთანხმდებით საჯარო პრინციპებზე, ხელს მოვაწერთ მშვიდობის ხელშეკრულებას, მაშინ იქნება მიღწეული მშვიდობა რეგიონში“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივი განცხადებისას აღნიშნა: „იმედს გამოვთქვამ, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას, ეს გააძლიერებს რეგიონში მშვიდობას, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისა და ერებისთვის“.