ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ გვიან ღამით სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა
ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ გვიან ღამით სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ გვიან ღამით სომხეთის პრეზიდენტს, არმენ სარგსიანს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფაშინიანი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

მისი თქმით, საუბრის მთავარი თემა სომხეთში არსებული სიტუაცია იყო. ოპოზციის ლიდერი ამბობს, რომ პრეზიდენტმა იმის დამადასტურებელი საბუთიც აჩვენა, რომ ბრიტანეთის მოქალაქე აღარ არის.

შეგახსნებთ, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ნიკოლ ფაშინიანი პრეზიდენტისგან სწორედ ამ დოკუმენტის წარდგენას ითხოვდა.

პრეზიდენტის გარდა, ფაშინიანი გუშინ ოპოზიციური ფრაქცია „დაშნაქცუთიუნის“ ლიდერებსაც შეხვდა და მათთან არსებულ პოლიტიკურ სიტუაციასა და გამოსავლის პოვნის გზებზე ისაუბრა.

დატოვე კომენტარი