ნიკოლ ფაშინიანი ​ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა
ნიკოლ ფაშინიანი ​ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს. ორი ქვეყნის ლიდერებმა მთიან ყარაბაღში არსებული მდგომარეობა განიხილეს.

როგორც ადგილობრივი მედია სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, ნიკოლ ფაშინიანმა მაკრონთან საუბრისას ხაზი გაუსვა „თურქეთის მიკერძოებულ-აგრესიულ პოზიციას“.

თავი მხრივ, მაკრონმა შეშფოთება გამოთქვა მთიან ყარაბაღში ვითარების დაძაბვის გამო და განაცხადა, რომ კონფლიქტის არეალის გაფართოება დაუშვებელია.

შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება დღეს დილიდან დაიძაბა. სომხეთი და აზერბაიჯანი სიტუაციის ესკალაციაში და ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორივე მხარეს არიან დაღუპულები და დაჭრილები.

დატოვე კომენტარი