ნიკოლ ფაშიანიანი აცხადებს, რომ რუსეთს მთიან ყარაბაღში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩასატარებლად ლეგიტიმური უფლება აქვს
YEREVAN, ARMENIA - OCTOBER 16, 2020: Armenia's Prime Minister Nikol Pashinyan during an interview to TASS Russian News Agency at his residence. TASS Àðìåíèÿ. Åðåâàí. Ïðåìüåð-ìèíèñòð Àðìåíèè Íèêîë Ïàøèíÿí âî âðåìÿ ýêñêëþçèâíîãî èíòåðâüþ èíôîðìàöèîííîìó àãåíòñòâó ÒÀÑÑ â ñâîåé ðåçèäåíöèè. ÒÀÑÑ
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშიანიანის განცხადებით, რუსეთს ლეგიტიმური უფლება აქვს მთიან ყარაბაღში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩასატარებლად.
როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რუსულ სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში განაცხადა, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მხარეს მებრძოლი სირიელი ტერორისტები რუსეთს საფრთხეს უქმნიან და მოსკოვს მათ წინააღმდეგ მოქმედების საფუძველი აქვს.
სომხეთის მთავრობის ხელმღვანელი დარწმუნებულია, რომ „აღნიშნული ელემენტები რუსეთის ტერიტორიაზე გადავლენ, რადგან ისინი რუსეთის ფედერაციას მტრად აღიქვამენ, ისევე როგორც მთიან ყარაბაღს ან სომხეთს“.
ფაშინიანის განცხადებით, რუსეთმა ანტიტერორისტული ქმედებები სირიაში განახორციელა, რადგან სირიელი მებრძოლებისა და ტერორისტების საქმიანობა მის უსაფრთხოებას ემუქრებოდა, ახლა კი მებრძოლები რუსეთის საზღვრებთან უფრო ახლოს არიან.