ნიკო უილიამსს სარფიანი შეთავაზებები აქვს ინგლისიდან და საფრანგეთიდან, „ბარსელონა“ ტრანსფერის დახურვას თვის ბოლოსთვის გეგმავს #1TVSPORT
„ბილბაოს“ გარემარბს, ნიკო უილიამსს „ასტრონომიული“ წინადადება აქვს ინგლისიდან და საფრანგეთიდან.
როგორც გამოცემა Sport.es-ი წერს, ამ შეთავაზებების მიუხედავად, ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ფავორიტად „ბარსელონა“ რჩება. თავად უილიამსიც დაინტერესებულია სწორედ კატალონურ გრანდში გადასვლით.
„ბარსელონას“ გეგმაში აქვს, ტრანსფერი მიმდინარე თვის ბოლოსთვის დახუროს.
22 წლის ნიკო უილიამსი ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ევრო 2024-ის გამარჯვებული გახდა.