„ბილბაოს“ 21 წლის გარემარბი ნიკო უილიამსი ევრო 2024-ის შემდეგ, შესაძლოა, მიუნხენის „ბაიერნში“ აღმოჩნდეს, – წერს ინტერნეტგამოცემა Relevo.
წყაროს ცნობით, გერმანული გრანდი, დიდი ხანია, აკვირდება ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელს. თუ უილიამსი კარგად წარმოაჩენს თავს ევროპის ჩემპიონატზე, „ბაიერნი“ გააქტიურდება ზაფხულში მის შესაძენად.
ადრე წერდნენ იმის შესახებ, რომ უილიამსით ინტერესდებოდნენ „ჩელსი“ და „ბარსელონა“.
დასრულებულ სეზონში ბასკმა ყველა ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და 17 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი „ბილბაოსთან“ 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.