სატრანსფერო საგა ნიკო უილიამსის „ბარსელონაში“ გადასვლასთან დაკავშირებით პრაქტიკულად დასრულებულია.
როგორც ინტერნეტტელევიზია El Chiringuito იტყობინება, უახლოეს ხანში ესპანეთის ნაკრების გარემარბი ახალ კონტრაქტს გააფორმებს „ბილბაოსთან“. ბასკური კლუბი უკვე მუშაობს ახალ მრავალწლიან კონტრაქტზე თავის ვარსკვლავთან და რამდენიმე დღეში ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმდება.
ახალი ხელშეკრულების თანახმად, მნიშვნელოვნად გაიზრდება უილიამსის გამოსასყიდი თანხა, რომელიც დღეს 60 მილიონ ევროს შეადგენს.
ასევე ცნობილი გახდა, რომ უილიამსს ახალ სეზონში ახალი სათამაშო ნომერი ექნება – გარემარბი ათიანით ითამაშებს.
22 წლის უილიამსმა ლა ლიგის გასულ სეზონში 31 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.