„ბაიერნის“ მცველმა ნიკლას ზიულემ კორონავირუსზე დადებითი ტესტი ჩააბარა.
25 წლის ფეხბურთელის დაინფიცირების ფაქტი ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის წინ გამოვლინდა. გერმანიის ჩემპიონი სტუმრად უნდა შეხვდეს „ზალცბურგს“.
ზიულე თვითიზოლაციაში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.
ჩემპიონთა ლიგის ორი ტურის შემდეგ, „ბაიერნი“ ექვსი ქულით ლიდერობს საკუთარ ჯგუფს. მიუნხენელებმა პირველ ტურში 4:0 მოუგეს „ატლეტიკოს“, მეორეში კი 2:1 დაამარცხეს „ლოკომოტივი“.
„ზალცბურგისა“ და „ბაიერნის“ შეხვედრა სამშაბათს გაიმართება.