ნიკლას ლიდსტრიომი 50 წლის გახდა
ნიკლას ლიდსტრიომი 50 წლის გახდა

ნაციონალური ჰოკეის ლიგის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, შვედი ნიკლას ლიდსტრიომი დღეს 50 წლის გახდა. იგი „დეტროიტმა“ დრაფტზე 1989 წელს, 53-ე ნომრად აიყვანა. „რედ უინგზმა“ მაშინ კიდევ ორი მოთამაშე აირჩია, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს კლუბის ისტორიაში – მცველი ვლადიმერ კონსტანტინოვი და ფორვარდი სერგეი ფიოდოროვი. იმავე დრაფტზე პირველი ნომერი კიდევ ერთი ლეგენდარული შვედი მატს სუნდინი გახლდათ.

ლიდსტრიომს დებიუტი NHL-ში 1991-92 წლების სეზონში ჰქონდა – მან 80 მატჩი ჩაატარა და 60 ქულა დააგროვა. მას შემდეგ ნიკლასი „დეტროიტის“ მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა, რომელიც მუდმივად მოქმედებაში იყო – 20 წლის განმავლობაში შვედმა რეგულარულ ჩემპიონატში მხოლოდ რამდენიმე ათეული მატჩი გამოტოვა, პლეი-ოფში კი ასეთი რამ ერთხელაც არ მომხდარა.

ლიდსტრიომი კარიერის განმავლობაში „სტენლის თასის“ ოთხგზის გამარჯვებულია, შვიდჯერ ლიგის საუკეთესი მცველად დასახელდა, ხოლო 11-ჯერ ყველა ვარსკვლავის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ნიკლასი შვედეთის ნაკრებთან ერთად ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონია. ლიდსტრიომი ასევე გახლავთ „სამმაგი ოქროს კლუბის“ წევრი.