„დორტმუნდმა“ და „ვესტ ჰემმა“ სრულ შეთანხმებას მიაღწიეს 31 წლის ფორვარდის, ნიკლას ფიულკრუგის ლონდონურ კლუბში ტრანსფერის შესახებ. გარიგების თანხამ 30 მილიონი ევრო შეადგინა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ჟურნალისტმა ფლორიან პლეტენბერგმა.
წყაროს ცნობით, „ვესტ ჰემი“ ფიქსირებული თანხის სახით 26 მილიონ ევროს გადაიხდის, დანარჩენი ოთხი მილიონი ბონუსები იქნება. კონტრაქტი ფიულკრუგთან 2027 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. ახალ კლუბში გერმანელის ხელფასი სამ მილიონ ევროს გაუტოლდება.
ხაზს უსვამენ, რომ ფორვარდი სამედიცინო შემოწმებას უახლოეს დღეებში გაივლის.
გასულ სეზონში ფიულკრუგმა ყველა ტურნირზე 46 მატჩი ჩაატარა. მისი მონაგარი იყო 16 გოლი და 10 შედეგიანი გადაცემა.