ნიკი ლაუდას ბოლიდში ექვსი მილიონი გადაიხადეს
ნიკი ლაუდას ბოლიდში ექვსი მილიონი გადაიხადეს

კალიფორნიაში გაიმართა ამერიკული სააუქციონო სახლის „გუდინგ ენდ ქომფანის“ (Gooding and Company) ვაჭრობა, სადაც გაიყიდა „ფერარის“ 1975 წლის ბოლიდი Ferrari 312T, რომლითაც ავსტრიელმა ნიკი ლაუდამ საფრანგეთის გრანპრი მოიგო და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ისტორიული მანქანა ექვს მილიონ დოლარად გაიყიდა. სწორედ ამ თანხის მიღებას ვარაუდობდნენ აუქციონის ორგანიზატორები.

მანქანის ახალი მფლობელის ვინაობას არ ასახელებენ.