ფორმულა 1-ს სამგზის მსოფლიოს ჩემპიონი, ლეგენდარული ავსტრიელი ნიკი ლაუდა, რომელიც გრიპის გართულების გამო იწვა საავადმყოფოში, უკვე გამოწერეს. 69 წლის ვეტერანი ავად გასულ წელს, ოჯახთან ერთად კუნძულ იბიცაზე ყოფნის დროს გახდა, აგვისტოში კი ფილტვის გადანერგვაც დასჭირდა.
ოთხშაბათს, 16 იანვარს, ვენის საავადმყოფომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნიკი ლაუდა გაწერილია.
„ფერარისა“ და „მაკლარენის“ ავსტრიელ პილოტს მსოფლიოს ჩემპიონობა 1975, 1977 და 1984 წლებში აქვს მოგებული.
1976 წელს, გერმანიის გრან-პრის მიმდინარეობისას, მას სერიოზული ავარია მოუვიდა, რის შედეგადაც დამწვრობები მიიღო სახეზე, ხელებზე და ფილტვებზე. მიუხედავად ამისა, ექვსი კვირის შემდეგ, საყვარელ საქმიანობას ისევ დაუბრუნდა.