ნიკი ლაუდას ფილტვი გადაუნერგეს
ნიკი ლაუდას ფილტვი გადაუნერგეს

ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის სამგზის გამარჯვებულ ავსტრიელ პილოტ ნიკი ლაუდას ფილტვის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა და, როგორც ბი-ბი-სი (BBC) იტყობინება, ვეტერანი მრბოლელი ჯერ ისევ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება.

ვენის საავადმყოფოს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ 69 წლის ლაუდას „ფილტვის მწვავე დაავადება“ ჰქონდა, გადანერგვის ოპერაციამ კი წარმატებით ჩაიარა.

ლაუდა „ფერარისა“ და „მაკლარენის“ პილოტი იყო, მსოფლიოს ჩემპიონობა კი 1975, 1977 და 1984 წლებში მოიპოვა.