ნიკი ჰეილი - რუსეთი არასდროს გახდება აშშ-ის მეგობარი
ნიკი ჰეილი - რუსეთი არასდროს გახდება აშშ-ის მეგობარი

გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის ნიკი ჰეილის განცხადებით, რუსეთი არასდროს გახდება აშშ-ის მეგობარი. ეს განცხადება ამერიკელმა დიპლომატმა CBS-თან ინტერვიუს დროს გააკეთა.

„ჩვენ არ ვენდობით რუსეთს, არ ვენდობით პუტინს და არასდროს ვაპირებთ მას ვენდოთ. ისინი ვერასდროს გახდებიან ჩვენი მეგობრები. ეს ფაქტია“, – განაცხადა ჰეილიმ.

მისივე თქმით, დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი აუცილებლად უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს. დიპლომატი ასევე კმაყოფილია ვაშინგტონის მიერ მოსკოვის მიმართ გატარებული პოლიტიკით.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს პირველად ჰელსინკიში 16 ივლისს შეხვდნენ. ამის შემდეგ, ტრამპმა მრჩეველ ჯონ ბოლტონს დაავალა, ვლადიმერ პუტინი 2018 წელს ვიზიტით ვაშინგტონში მიიწვიოს.