ნიკი ჰეილი - აშშ-იდან რუსი დიპლომატების გაძევება არის გზავნილი, რომ მოსკოვის შეუსაბამო ქცევას არ მოვითმენთ
ნიკი ჰეილი - აშშ-იდან რუსი დიპლომატების გაძევება არის გზავნილი, რომ მოსკოვის შეუსაბამო ქცევას არ მოვითმენთ

ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილება არის დასტური იმისა, რომ რუსეთის ქმედებებს ყოველთვის მოჰყვება შედეგი, – ამის შესახებ გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ნიკი ჰეილიმ განაცხადა.

„რუსეთი გაეროს იყენებს, როგორც საიმედო ადგილს თავისი საშიში ქმედებებისთვის, ჩვენსავე ტერიტორიაზე. დღეს აშშ-მა და ბევრმა ევროპელმა მეგობარმა რუსეთს გაუგზავნა სიგნალი, რომ ჩვენ არ მოვითმენთ რუსეთის შეუსაბამო ქცევას“,- განაცხადა ნიკი ჰეილიმ.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ქვეყნიდან 60 რუსი დიპლომატი გააძევა. მათ შორის 12 გაეროში რუსეთის წარმომადგენელია.

ასევე, ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, დაიხურება სიეტლში მდებარე რუსეთის საკონსულო.