ნიკარაგუაში „იუვენტუსისა“ და „რეალის“ მატჩი სამსაჯო სკანდალის გამო შეწყდა
ნიკარაგუაში „იუვენტუსისა“ და „რეალის“ მატჩი სამსაჯო სკანდალის გამო შეწყდა

ნიკარაგუას ჩემპიონატის მე-16 ტურის შეხვედრა მანაგუასიუვენტუსსა“ და მადრისის „რეალს“ შორის 71-ე წუთზე შეწყდა.

„რეალის“ ფეხბურთელები მეორე გაშვებული გოლის შემდეგ, მსაჯობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად მინდვრიდან გავიდნენ.

საკუთარ კართან საგოლე შეტევისას, სტუმართა გუნდის ყველა ფეხბურთელი გაჩერდა, როცა დაინახა, რომ გვერდითმა არბიტრმა ალმის აწევით თამაშგარე დააფიქსირა. მაგრამ მთავარმა მსაჯმა ჟესტით მიუთითა თანაშემწეს ალმის დაშვება და თამაში გააგრძელა. ალან მერკადო მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და ანგარიში 2:0 გახადა.

მსაჯთან კამათის შემდეგ, „რეალის“ ფეხბურთელებმა მოედნიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. ჯერჯერობით, შეწყვეტილ მატჩთან დაკავშირებით საბოლოო გადაწვეტილება მიღებული არ არის.

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ნიკარაგუას გარდა, ეროვნული ჩემპიონატები მიმდინარეობს ბელარუსში, ბურუნდიში, ტაჯიკეთსა და მიანმაში. 19 აპრილს განახლდება თურქმენეთის ჩემპიონატი.