ნიკარაგუას დედაქალაქში ხანძარს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა
ნიკარაგუას დედაქალაქში ხანძარს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

ნიკარაგუას დედაქალაქში ხანძარს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. ყველა მათგანი ერთი ოჯახის წევრები არიან. მათ შორის სამი თვისა და სამი წლის ბავშვებიც არიან.

მაშველებმა დაშავებულების საავადმყოფოში გადაყვანა შეძლეს, თუმცა მცირეწლოვნების გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მეზობლების განცხადებით, ხანძარზე პასუხისმგებლები მოქმედი პრეზიდენტის შეირაღებული მხარდამჭერები არიან, რომელთაც მეზობლების თქმით, ცეცხლმოკიდებული ბოთლი ისროლეს საცხოვრებელ სახლში, იმ მიზეზით, რომ სახლის მეპატრონემ საკუთარ ბინაში სნაიპერის განთავსების საშუალება არ მისცა.