ნიკა ვაჩეიშვილი - დღეს არის შანსი, დედაქალაქის გენერალური გეგმის პროექტი რეალობად იქცეს
ნიკა ვაჩეიშვილი - დღეს არის შანსი, დედაქალაქის გენერალური გეგმის პროექტი რეალობად იქცეს

დედაქალაქის განვითარების დოკუმენტი რომ თაროზე არ დაიდოს, საჭიროა, მერიამ საზოგადოებასა და პროფესიონალებთან უფრო ინტენსიურად და გახსნილად იმუშაოს, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა ვაჩეიშვილმა გენერალური გეგმის წარდგენის ვადებთან დაკავშირებით განაცხადა.

„ხუთი თვეა, მოვუწოდებდით მერიას, რომ ფორმალობებისთის თვალი აერიდებინა. დოკუმენტი რომ თაროზე არ დაიდოს და ქალაქში არსებული ქაოსი შეწყდეს, ამისთვის მერიას დასჭირდება უფრო ინტენსიური შრომა, კიდევ უფრო ჩაღრმავებული და გახსნილი მუშაობა საზოგადოებასთან, პროფესიონალებთან. თუ მერია  იქნება არა ფორმალური, არამედ მიზანდასახული და გახსნილი, არის შანსი, რომ დოკუმენტი რეალობად იქცეს”,-განაცხადა ნიკა ვაჩეიშვილმა.

დღეს  თბილისის მერმა კახა კალაძემ, „სითი ინსტიტუტს“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობის ვადა პირველ ივნისამდე მისცა.