ნიკა შენგელია 23 წლამდე მოფარიკავეთა შორის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანია
ერევანში 23-წლამდელ მოფარიკავეთა შორის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს ნიკა შენგელიამ ბრწყინვალედ იასპარეზა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ნიკა შენგელიამ ჯგუფში სამი ორთაბრძოლა მოიგო, ასევე სამჯერ დამარცხდა და პლეი ოფში გავიდა.
1/16 ფინალში ქართველმა კირილ ეფიმოვს შედეგით 15:9 სძლია და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც ასევე რუს ვასილი შირშოვს 15:14 მოუგო.
1/4 ფინალში ისრაელის წარმომადგენელ კონსტანტინ ვორონინთან დაძაბული ბრძოლა 15:14 დაასრულა და 1/2 ფინალში გავიდა, სადაც ფრანგ ბაბტის დიუბარს 15:12 მოუგო.
ფინალში კი ნიკა შენგელია იტალიელ დარიო კავალიერეს შეხვდა 6:15 წააგო და ვერცხლის მედალი მოიპოვა.