ნიკა სანაძის 39 ქულა მადრიდის ჩემპიონატის ორ მატჩში #1TVSPORT
ნიკა სანაძის 39 ქულა მადრიდის ჩემპიონატის ორ მატჩში #1TVSPORT

ესპანეთში სტარტი აიღო 18-წლამდელთა ჩემპიონატმა, რომელშიც ახალგზარდა ქართველი უკანახაზელი ნიკა სანაძე თამაშობს. იგი მადრიდის „ზენტრო ბასკეტის“ ღირსებას იცავს.

ნიკა ორი მატჩი გამართა და ორივეში შედეგიანი იყო. პირველ შეხვედრაში „ზენტრო“ „ლას როზასთან“ ბოლო წამებზე დამარცხდა 77:80. სანაძემ 22 წუთში 18 ქულა ჩააგდო.

მეორე მატჩში მისმა გუნდმა „აროიოფრენსოს“ დამაჯერებლად სძლია – 145:43. სანაძემ თამაშიდან 8-დან 6 ტყორცნა გამოიყენა და 23 წუთში 21 ქულა მოაგროვა.

ესპანეთის ჩემპიონატი რამდენიმე ეტაპად ტარდება. გუნდები ჯერ საკუთარ რეგიონში ავლენენ გამარჯვებულებს და შემდეგ ფინალურ ეტაპზე ესპანეთის საუკეთესო კლუბებს ეთამაშებიან. „ზენტრო ბასკეტი“ ჯერ მადრიდის ჩემპიონატს თამაშობს, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში ფინალურ ტურნირში იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მადრიდში საკალათბურთო კლუბ „ჰიუნდაიდან“ გადავიდა. იგი დუდასა და სანდრო სანაძეების ძმაა. მათი მამა, გია სანაძე კი 90-იან წლებში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული კალათბურთელი იყო.