ნიკა რურუა - მიხეილ სააკაშვილისთვის დაკავება პოლიტიკურად მომგებიანია
ნიკა რურუა - მიხეილ სააკაშვილისთვის დაკავება პოლიტიკურად მომგებიანია

მიხეილ სააკაშვილისთვის დაკავება პოლიტიკურად მომგებიანია, – ეს განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა რურუამ ექსპრეზიდენტის კიევში დაკავების კომენტირებისას გააკეთა.

“ პირველ რიგში რაც ცხადზე ცხადია, ეს პოროშენკოს სრული პანიკაა, რამაც მას, როგორც ჩანს, პირველ რიგში უკრაინისთვის ცუდი გადაწყვეტილება მიაღებინა. პასპორტის ჩამორთმევიდან დაწყებული, უმსგავსო დაკავებით დამთავრებული, რომლითაც ის უკრაინის დემოკრატიულ მომავალს და მის ტრანსატლანტიკურ ევროპულ ინტეგრაციას აზიანებს. ეს ნიშნვს, რომ პოროშენკო ძალინ შეშინებულია და ბრიყვულ შეცდომას უშვებს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ დაკავება მისთვის პოლიტიკურად მომგებიანია. პანიკისგან პოროშენკომ გონება დაკარგა”, – აცხადებს რურუა.

ნიკა რურუას განცხადებით, ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა გამორიცხული არაფერია.

“ ექსტრადიციაზე ამ წუთას ლაპარაკი მე მგონი ნაადრევია. ფაქტია, რომ უკრაინის ხელისუფლება ინფორმაციას საქართველოს დღევანდელი მთავრობიდან იღებს. ამაში საპანიკოც არაფერია. ისტორიის ამ მომენტში პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია, როცა ოლიგარქები და პუტინი დემოკრატიის განმტკიცებისთვის და ოლიგარქიაზე და სხვადასხვა სახის ტირანიაზე გამარჯვებისთვის ერთად მოქმედებენ. ასე, რომ მოწყენილები ნამდვილად არ ვიქნებით. ეს ყველაფერი პირადად სააკაშვილს, როგორც პოლიტიკოსს, აძლიერებს”, – განაცხადა რურუამ.