ნიკა ობოლაძე - ახლა, ამ პირობებში, რეალურად ჩვენ არ გვაქვს ის ძალა, რომ ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნები დავანიშნინოთ
ნიკა ობოლაძე - ახლა, ამ პირობებში, რეალურად ჩვენ არ გვაქვს ის ძალა, რომ ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნები დავანიშნინოთ

ახლა, ამ პირობებში, რეალურად ჩვენ არ გვაქვს ის ძალა, რომ დავანიშნინოთ ვადამდელი არჩევნები ხელისუფლებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა ობოლაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

ობოლაძემ უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას, აქვს თუ არა რამე პერსპექტივა ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას, რასაც ნიკა მელია სტრატეგიის მთავარ ნაწილად აცხადებს იმ ვითარებაში, რაშიც ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ იმყოფება.

„მთელი გულწრფელობით ვფიქრობ, რომ ვიდრე დავანიშნინებთ ვადამდელ არჩევნებს ხელისუფლებას, ვადამდელი არჩევნები უნდა ჩავატაროთ ჩვენთან, რომ მომზადებული შევხვდეთ მთავარ ვადამდელ არჩევნებს. თუმცა, იმასაც ვფიქრობ, რომ ახლა, ამ პირობებში, რეალურად ჩვენ არ გვაქვს ის ძალა, რომ დავანიშნინოთ ვადამდელი არჩევნები ხელისუფლებას. რაღაც სიმართლეებს ხომ თვალი უნდა გავუსწოროთ?! ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ვართ ძლიერები, მაგრები, რომ მოვიგეთ ყველა წინა არჩევნები, რომ არაფრის შეცვლა არ გვინდა, ახლა არჩევნები მოვა და მოვიგებთ, მაგრამ რომ მოვიდეს, რომ მოვიგოთ და გაგვიყალბონ, როგორც წინა შემთხვევებში, მერე სად მივდივართ?“, – განაცხადა ობოლაძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ეწინააღმდეგება თუ არა მისი აზრი პარტიის თავმჯდომარის აზრს, რომელიც სხვაგვარად ფიქრობს, ნიკა ობოლაძემ განაცხადა, რომ თავად სხვანაირად ფიქრობს.