ნიკა ნეფარიძე „გრენობლში“ გადავიდა
ნიკა ნეფარიძე „გრენობლში“ გადავიდა

ქართველი ბურჯი ნიკა ნეფარიძე კარიერას საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში, „ტოპ 14“-ში (Top 14) გააგრძელებს.

ნეფარიძის ფრანგული კარიერა „კლერმონის“ ესპუარებში დაიწყო, სადაც ის ერთი სეზონის განმავლობაში ირჯებოდა. 2018/2019 წლების სეზონი მან „პროდ2“-ში (ProD2) დაიწყო, სადაც 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგანაც ორში ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობდა (347 წუთი).

ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2019/2020 წლების სეზონზე ის „გრენობლს“ შეუერთდება და სამ ქართველთან (ვაჟა კაპანაძე, ბექა გიგაშვილი და დავით ქუბრიაშვილი) ერთად გუნდის ღირსებას დაიცავს.

გრენობლს“ „ტოპ 14“-ის 16 ტურის შემდეგ მხოლოდ 20 სატურნირო ქულა აქვს და ცხრილში ბოლოსწინა, მე-13 პოზიციაზე იმყოფება.