ნიკა მელიას ადვოკატი - 91 პარლამენტარი რა ხასიათზეა, ძალიან მაინტერესებს
ნიკა მელიას ადვოკატი - 91 პარლამენტარი რა ხასიათზეა, ძალიან მაინტერესებს

სასამართლომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო, პოლიტიკური დევნა და ისტერია სამართლებრივ ჩარჩოებში გადაიტანა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა.

როგორც გიორგი კონდახაშვილმა აღნიშნა, სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოჩნდა, რომ ეს საქმე ფორსირებულად შეკერილია.

„91 პარლამენტარი რა ხასიათზეა, ძალიან მაინტერესებს. ერთმა მოსამართლემ ხაზი რომ გადაუსვა მთლიანად. როგორც იურისტი, საქმის ვითარებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე სწორი გადაწყვეტილებაა. ამის მიღმა პოლიტიკოსებმა გააკეთონ განცხადებები. შეზღუდვებზე ხმაურის გამო, ვერ გავიგე ზუსტად. როგორც გავიგე საჯარო ადგილებში სიტყვით გამოსვლა აეკრძალა. ამ საქმეს, რომ პერსპექტივა არ აქვს და ამ საქმეზე განაჩენი არ დადგება, ეს ამ გადაწყვეტილებით ფაქტობრივად წინასწარ არის განსაზღვრული. სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს საქმე ნულია. მტკიცებულებები მოგონილი და შეკერილია. არ არსებობს ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი. სამართლებრივ ბრძოლას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ადვოკატმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.